1.გაუმტარი მინერალური ფენა: ა) უზრუნველყოფს მავნე ნივთიერებების ფილტრაციისა და გავრცელებისგან დაცვას; ბ) უნდა იყოს წყალგაუმტარი; გ) იყოს მდგრადი გაჟონვის მიმართ, დაბალი წყალგამტარიანობის გამო; დ) ჰქონდეს მძიმე ლითონების შეკავების უნარი; ე) მისი ჯდენა უნდა იყოს საპროექტო ზღვრების ფარგლებში და უნდა ჰქონდეს თვითგამაგრების უნარი პლასტიურობისა და გლანულომეტრიული შემადგენილობისთვის სათანადო მასალის შერჩევის საშუალებით; ვ) ჰიდროგეოლოგიური პირობების და დეფორმაციების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფდეს საპროექტო ნორმების ფარგლებში დარჩენას.
