Article 32. ნარჩენების მიღების კრიტერიუმები
1. შესაბამისი კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების განსაზღვრის მიზანია გარემოს, განსაკუთრებით მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვა, გარემოსდაცვითი სისტემების, მათ შორის დამცავი ფენებისა და გამონაჟონის დამუშავების სისტემების შენარჩუნება, ნაგავსაყრელზე ნარჩენების სტაბილიზაციის სასურველი პროცესების უზრუნველყოფა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მავნე ზეგავლენისგან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ნარჩენების მიღება ემყარება შემდეგ კრიტერიუმებს : ა) ნარჩენების სახეობა; ბ) ნარჩენების შემადგენლობა და მახასიათებლები; გ) ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნარჩენებში; დ) ნარჩენების ორგანული კომპონენტების ბიოდეგრადაციის უნარი; ე) ნარჩენებში სახიფათო კომპონენტების შემცველობა; ვ) ნარჩენების სახიფათო კომპონენტების ჟონვადობა; ზ) ნარჩენების და წარმოქმნილი გამონაჟონის ეკო-ტოქსიკოლოგიური მახასიათებლები.
