Article 4. დაზღვევის ობიექტი
დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის: ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან (ანუიტეტის ჩათვლით), ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასა და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა); ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასა და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა); გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა). საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. მუხლი 5. დაზღვევის ფორმები 1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.
2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.
3. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.
4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.
5. სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.
6. სავალდებულო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37 საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1631 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
დაზღვევის შესახებ
