კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“
Article 3. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის სადაზღვევო უფლებები
1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი გარანტირებულია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
2. საქართველოში მყოფი და მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში, თუ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.
4. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აირჩიოს ექიმი და სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და შესაბამისად მიიღოს სამედიცინო მომსახურება დაზღვევის პროგრამის სრული მოცულობით, მიუხედავად მის მიერ ფაქტიურად გადახდილი თანხის ოდენობისა.
5. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აღძრას სარჩელი სამედიცინო დაწესებულების, დამზღვევის ან მზღვეველის მიმართ მათ მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. თავი II სამედიცინო დაზღვევის სისტემა
