უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 31. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
Consolidation №22 Verified against the current consolidation · 15 Apr 2026
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს აქვს დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს.
2. საქართველოში დროებით მყოფი უცხოელის სოციალური უზრუნველყოფის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.
