Article 19^1. საზედამხედველო საფასურის განაკვეთი
საზედამხედველო საფასურის ოდენობა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო-პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ოდენობიდან. საზედამხედველო საფასურის განაკვეთია: ა) მზღვეველის მიერ წლიურად გამომუშავებული ბრუტო-პრემიის 1 პროცენტი; ბ) მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის მიერ მიღებული კუთვნილი წლიური შემოსავლის 1 პროცენტი. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
