Article 33^5. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ.
2. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და სამსახურს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
4. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისთანავე ხდება მზღვეველის ამოღება სათანადო რეესტრიდან. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. მუხლი 33 6 . ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოები, მზღვეველის ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი, მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ნებისმიერი სხვა პირი. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5675 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. მუხლი 33 7 . „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმის წარმოება თუ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში მყოფი მზღვეველი იმავდროულად „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორია, მზღვეველის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების პროცესი წარიმართება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3929 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. თავი VII. დასკვნითი დებულებანი
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
დაზღვევის შესახებ
