Article 115
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
Topics:Shipping Law
1. ჩარტერში ძირითადი რეკვიზიტების სახით აღნიშნული უნდა იყოს: ა) მხარეების დასახელება; ბ) გემის დასახელება; გ) ტვირთის დასახელება; დ) დატვირთვისა და დანიშნულების ნავსადგურები (გემის მოძრაობის მიმართულება); ე) გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი); ვ) მხარეთა ძირითადი მოვალეობანი და გადაზიდვის პირობები.
2. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ჩარტერში შეიძლება შეიტანონ სხვა დამატებითი პირობები.
3. ჩარტერს ხელს აწერენ გამფრახტველი და დამფრახტველი ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
