1.სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს: ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი; ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი; გ) შენახვის ადგილი; დ) საქონლის შენახვის წესი; ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას – შეფუთვის აღწერა; ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა; ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ – სადაზღვევო თანხა; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
2.თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობებიც.





