Article 159
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
1. ტვირთის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეულ ზიანს გადამზიდავი ანაზღაურებს შემდეგნაირად: ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისისათვის – ტვირთის დანაკლისის ღირებულებას; ბ) ტვირთის დაზიანების ან გაფუჭებისათვის – იმ თანხის ოდენობით, რამდენითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება.
2. გადამზიდავი აბრუნებს მიღებულ ფრახტს, თუ იგი არ შედის დაკარგული ან ნაკლული ტვირთის ღირებულებაში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
