1.პრეტენზია უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნებს და მას უნდა ერთვოდეს პრეტენზიის დასაბუთებულობის დამამტკიცებელი საბუთები.
2.ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის შესახებ პრეტენზიას აგრეთვე უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გაგზავნილი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობასა და ღირებულებას, მასში მიუღებელი შემოსავლისა და განუხორციელებელი ფაქტობრივი დანახარჯების შეტანის გარეშე, ან დანაკლისი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დეტალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას.






