Article 171
1. მგზავრების გადამყვანს უფლება აქვს შეწყვიტოს მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამო.
2. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ადგილი აქვს ამ კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილში („გ“ და „დ“ ქვეპუნქტების გარდა) აღნიშნულ შემთხვევებს.
3. გემის გასვლამდე მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების გაუქმებისას მგზავრს სრულად უნაზღაურდება მგზავრობისა და ბარგის გადატანის საფასური, მგზავრობის დაწყების შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი – საფასურის ნაწილი გასავლელი მანძილის პროპორციულად.
4. თუ სტიქიური უბედურების, გასვლისა და დანიშნულების ნავსადგურებში ან მგზავრობის მარშრუტზე არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ეპიდემიური პირობების, ასევე სხვა მოვლენების გამო, რომლებიც დამოკიდებული არ არის გადამყვანზე, შეუძლებელი ხდება მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შესრულება, გადამყვანს უფლება აქვს შეაჩეროს გემის გასვლა, შეცვალოს გადაყვანის მარშრუტი, მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის ადგილი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
