1.მეზღვაურს აქვს დაბრუნების პუნქტში რეპატრიაციის უფლება. დაბრუნების პუნქტი შეიძლება იყოს: ა) ადგილი, სადაც მეზღვაურმა დადო მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება; ბ) კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადგილი; გ) მეზღვაურის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; დ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ადგილი.

