1.გემთმფლობელი ვალდებულია დამფრახტველს გადასცეს ტექნიკურად გამართული გემი, მისი ტაიმ-ჩარტერში აღნიშნული მიზნით შეუფერხებელი გამოყენების გათვალისწინებით.
2.ტაიმ-ჩარტერის საფუძველზე დაფრახტვის დროს გემთმფლობელი ვალდებულია გემი აღჭურვოს და დააკომპლექტოს ეკიპაჟით, ასევე ტაიმ-ჩარტერის პერიოდში შეინარჩუნოს გემის სანაოსნო მდგომარეობა, გაიღოს გემის დაზღვევისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯები.

