1.დამფრახტველი ვალდებულია გემი გამოიყენოს მხოლოდ ტაიმ-ჩარტერით გათვალისწინებული პირობებითა და მიზნით.
2.დამფრახტველი ვალდებულია ტაიმ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი დააბრუნოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო (ბუნებრივი ცვეთის გამოკლებით).
3.გემის დაგვიანებით მიღების შემთხვევაში დამფრახტველი ვალდებულია აანაზღაუროს გემის დაყოვნების ხარჯები.
