Article 214
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
1. თუ რომელიმე კანონიერი გზით, მაგალითად, გარდაცვალების ან გაკოტრების შემთხვევაში, მოგირავნის უფლებები გადავიდა სხვა პირზე, ამას სათანადოდ დამოწმებული დეკლარაციით ამოწმებს ის პირი, რომელსაც გადაეცემა ეს უფლებები. დეკლარაციაში დასაბუთებული უნდა იყოს ქონების გადაცემის კანონიერება და იმ პირის უფლებამოსილება, რომლის საკუთრებაშიც გადადის იპოთეკა.
2. ამ საბუთების საფუძველზე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება იმ პირის სახელი, რომელსაც გადაეცა მთელი გემის ან მისი ნაწილის მოგირავნის უფლებები. თავი XIV. ბუქსირზიდვის ხელშეკრულება
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
