Article 234
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
1. საზღვაო დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებრივი ინტერესი, როგორიცაა, მაგალითად, გემი (მათ შორის მშენებარე), ტვირთი, ფრახტი, მგზავრობის საფასური, საიჯარო ქირა, მოგება, აგრეთვე გემით, ტვირთით ან ფრახტით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები, კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების ხელფასი ან სხვა გასამრჯელო, გემთმფლობელისა და ტვირთის გადამზიდავის ქონებრივი ან სამოქალაქო პასუხისმგებლობა, აგრეთვე მზღვეველის მიერ თავის თავზე აღებული რისკი (გადაზღვევა).
2. დაზღვევის ობიექტი მითითებული უნდა იყოს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
