Article 374^5
საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება. საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1816 – ვებგვერდი, 30.09.2022წ. მუხლი 374 6 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფლებამონაცვლედ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე), მათ შორის, ახალი ხელშეკრულებების დადებამდე.
3. 2025 წლის 1 აგვისტომდე: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. თავი XXV. დასკვნითი დებულებები
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
