Article 374
1. კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გადასახდელ თანხას დაერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ფარგლებში.
2. პროცენტები დაირიცხება მოცემული თანხის გადახდის წერილობითი მოთხოვნის დღიდან მისი გადახდის დღემდე.
3. ამ მუხლის წესები არ ეხება ჯარიმას და პრემიებს, აგრეთვე ზიანის შესახებ მოთხოვნებს, რომელთა ანაზღაურება ხდება საერთო ავარიის განაწილების გზით. თავი XXIV 1 . მეზღვაურის სამუშაო ფორმები საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 374 1 საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. სამუშაო ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და უნდა ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც განასხვავებს მეზღვაურთა კომპეტენციის დონეებს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 374 2 1. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა.
2. სააგენტოს იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ვალდებული არიან ატარონ სამუშაო ფორმა, განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 374 3 ამ კოდექსის 374 1 და 374 2 მუხლებში აღნიშნული სამუშაო ფორმების ძირითად მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. თავი XXIV 2 . გარდამავალი დებულებანი საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 374 4 1. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1 თავის ამოქმედებამდე, იგი ჩაითვლება ამავე კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად.
2. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1 თავის ამოქმედებამდე და მისი გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად, ამ მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საზღვაო კოდექსი
