Article 8^2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს; გ) პასუხისმგებელია საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისათვის; დ) უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსება; ე) მონაწილეობს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.
