1.მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობის შესრულების უფლება მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
