Article 49
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გემის კაპიტანი განიხილავს ეკიპაჟის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს, გამოაქვს დისციპლინური სასჯელი, აჯარიმებს ადმინისტრაციული წესით.
2. გემის კაპიტანს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში გემის ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი გადააყენოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან. მუხლი 50 საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთან გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის სხვა წევრების ურთიერთობა განისაზღვრება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
