1.შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2.ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3.ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მე-15−16 6 მუხლების შესაბამისად; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის შრომით იმიგრანტს ან თვითდასაქმებულ უცხოელს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის 16 1 და 16 6 მუხლების შესაბამისად. 3 1 . ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. 3 2 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.
4.ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმა და მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.





