საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება
1. სამხედრო მოსამსახურეს, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან ამ კოდექსის 45-ე და 45 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები. 1 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსის 45-ე, 45 1 , 115 1 −116-ე, 118 4 , 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით.
