1.საქართველოში სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2.მიწა , რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლებით გადაცემას „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , საკუთრებაში გადაიცემა „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .
3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა-ბამისად. 3 1 . მოსარგებლეს უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი საკუთრებაში გადაეცემა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4.სახელმწიფო საბინაო ფონდის, მათ შორის, საბინაო ფონდში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან/და გადასული უმკვიდრო საცხოვრებელი სახლებისა და ბინებისა) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების პრივატიზება ხორციელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად. 4 1 . ფიზიკური პირების მიერ დაკავებული სახელმწიფო ან / და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან / და არასაცხოვრებელი ( იზოლირებული და არაიზოლირებული ) ფართობების ( ინდივიდუალური შენობა - ნაგებობები მათზე მიმაგრებული მიწით ან / და მრავალბინიანი შენობა - ნაგებობების ბინები ) საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში . 4 2 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება : ა ) „ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ფონდების ანდა ამ ფონდების მართვაზე უფლებამოსილი პირების მიერ ფონდების აქტივების საშუალებით შეძენილი ფინანსური აქტივების შემდგომ მართვაზე , ნებისმიერი სახით განკარგვაზე , მათ შორის , პრივატიზებაზე ; ბ ) „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე -3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე . გ ) „ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე , რომელსაც განკარგავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ; დ ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული , საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა - ნაგებობების რეკონსტრუქციის , რემონტის , დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა - ნაგებობების რეკონსტრუქციის , რემონტის , დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან ნებისმიერი სხვა სახით განკარგვაზე . საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა - ნაგებობების რეკონსტრუქციის , რემონტის , დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა - ნაგებობების რეკონსტრუქციის , რემონტის , დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან ნებისმიერი სხვა სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით .
5.სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4746-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ160 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5644-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №204-სსმI, №15, 22.07.2008წ., მუხ.112 საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №321-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.162 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2108-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.291 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2790-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.80




