Article 6^2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ქონების გადაცემა
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას , დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ , დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით .
2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247
