სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 83. მოძრავი ნივთის გადაცემა
1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.
For information only — not legal advice.
2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს.
3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 მუხლი 83 1 . გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა 1. მოგირავნის მიერ აღსრულების ორგანოში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება მას მფლობელობაში გადაეცემა მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
2. გირავნობის მოწმობის აღსრულების ორგანოში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1834 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. მუხლი 83 2 . ლიზინგის მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთის ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება 1. ლიზინგის გამცემის მიერ აღსრულების ორგანოსთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომელზედაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ლიზინგი, ლიზინგის გამცემს მფლობელობაში დაუბრუნდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ლიზინგის მოწმობის აღსრულების ორგანოსთვის წარდგენის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ