საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 217^1. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა
1. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები განიხილება დაჩქარებული წესით.
2. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე მოხსენების შემდეგ მოსამართლეს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს შეკითხვები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. მტკიცებულებათა გამოქვეყნება სავალდებულო არ არის. საქმის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობითა და რეპლიკით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.293
