1.საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველად სასამართლო ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოპასუხის შესაგებელს, ფაქტები, რომლებზედაც მხარეები არ დავობენ, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლე საქმის მოხსენების შემდეგ ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
