1.საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს.
2.მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.
1.საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს.
2.მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.პირველად ახსნა-განმარტებას იძლევა საჩივრის ავტორი/ წარმომადგენელი, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვა.
4.შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწინააღმდეგე მხარის/წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს, ხომ არ ცნობს საჩივარს და სხვა.
5.თუ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდება, პალატა ახსნა-განმარტებას გამოცხადებული მხარისაგან მიიღებს.
6.სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
7.სადისციპლინო პალატის წევრებს უფლება აქვთ, მხარეებს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
8.პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.
9.მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკით.
10.პაექრობის შემდეგ სადისციპლინო პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.
11.სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძველებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.
12.სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
Describe your situation — we'll help you find the right specialist.