1.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები, გარდა ამ კოდექსის XXXIV 2 თავით განსაზღვრული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმისა, განიხილება ზოგადი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ თავით განსაზღვრულ საკითხს განიხილავს სასამართლო მეწარმის ადგილმდებარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა.
3.ამ თავით განსაზღვრულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი პროცედურისთვის ამ თავითვე დადგენილი დასაშვებობისა და განხილვის ვადებით.
4.კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხს. ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხზე გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.



