1.იმ ფაქტის დადგენისას, არამართლზომიერად იყო თუ არა გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი, სარჩელის მიმღებ სასამართლოს შეუძლია უშუალოდ იხელმძღვანელოს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და მესამე სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა ეს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს მიერ, ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, რომლებსაც იგი სხვა შემთხვევაში ამგვარი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისათვის/დადასტურებისათვის/ცნობისათვის გამოიყენებდა.
2.სასამართლოს შეუძლია ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსთხოვოს განმცხადებელს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერება. ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია დაეხმაროს განმცხადებელს ამგვარი დოკუმენტის მოპოვებაში. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6054 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.






