საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 363^12. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეზღუდულქმედუნარიანი პირის, მისი მზრუნველის ან ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი XLIV 11 პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 363 13 . განცხადების დასაშვებობა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 363 14 . განცხადების სასამართლოში შეტანა 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
