1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პირს, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ ორგანოს (თანამდებობის პირს). სასამართლოს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, და ასახელებს მხარეებს. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.
3.საჩივრის განხილვისას სასამართლო ამოწმებს, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გამოტანისას დაიცვა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები.
4.საჩივრის განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასაჩივრებული დადგენილების ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.
5.საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება დადგენილების გამომტან მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 კარი V. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულება თავი XXIII. ძირითადი დებულებები
Describe your situation — we'll help you find the right specialist.