1.სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
2.სააპელაციო საჩივარში აღინიშნება: ა) იმ სასამართლოს დასახელება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის არსი; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახალი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2 1 . სააპელაციო საჩივარში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე გასაჩივრებული განაჩენის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებთან შეუსაბამობის შესახებ.
3.სააპელაციო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
4.სააპელაციო საჩივარში მიეთითება, თუ რა ნაწილში საჩივრდება განაჩენი, და საჩივრის დამადასტურებელი არგუმენტები. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.




