1.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს მის ინდივიდუალურ შეფასებამდე არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
1.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს მის ინდივიდუალურ შეფასებამდე არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.
3.მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს მას, თუ სარჩელი შეიტანა 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა, რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა.
4.სასამართლო მხარის განცხადების საფუძველზე ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს (განცხადებას), თუ სარჩელი (განცხადება) 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა და სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა.
5.მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.
6.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.
7.თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა იმ მხარის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.