Article 98^1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.
3. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება, ამ კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების გარდა, აქვს ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
4. თუ სრულწლოვანი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
