ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისას დონორის პიროვნება უნდა იყოს შემოწმებული და სათანადოდ რეგისტრირებული. ნათლად უნდა იქნეს დადგენილი, ერთი მხრივ, დონორსა და, მეორე მხრივ, სისხლს, მის კომპონენტებსა და სისხლის ნიმუშებს შორის კავშირი.
3.სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისას და დამუშავებისას გამოყენებული სტერილური სისხლის ჩანთების სისტემები მარკირებული უნდა იყოს CE ნიშნით, ხოლო თუ სისხლი და მისი კომპონენტები სხვა ქვეყანაშია შეგროვებული, ისინი უნდა აკმაყოფილებდეს ეკვივალენტურ სტანდარტებს. სისხლის ჩანთაზე მითითებული თითოეული სისხლის კომპონენტის პარტიის ნომერი მიკვლევადი უნდა იყოს.
4.სისხლის შეგროვების პროცედურები ისე უნდა განხორციელდეს, რომ მიკრობული დაბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
5.ჩანაწერების წარმოების, სისხლის ჩანთებისა და ლაბორატორიული ნიმუშების დონაციის ნომრებით მარკირების პროცედურები მათი სრული იდენტიფიცირების მიზნით ამ კანონისა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
6.სისხლის ხარისხის უზრუნველსაყოფად სისხლის შეგროვებამდე და მისი შეგროვების შემდეგ მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული სისხლის ჩანთისადმი მოპყრობისა და მისი შენახვის პირობები.
7.სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების სხვა წესები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
The amendments this article has been through
Delegates authority via order to approve blood collection procedures.
amending act №6326477Describe your situation — we'll help you find the right specialist.