Article 12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ, მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისეებად შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918−1921 წლებში მონაწილეობდნენ საქართველოს დასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; ბ) საქართველოში 1921−1924 წლებში ეროვნული მოძრაობის მონაწილეები ან დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი აღნიშნულ პერიოდში საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი II. ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა
