Article 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა
1. დაღუპული (გარდაცვლილი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და იმავე ომის მონაწილეები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, სამხედრო სამსახურის ვეტერანები იკრძალებიან დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებზე (სამხედრო მოსამსახურე იკრძალება მისთვის სამხედრო პატივის მიგებით).
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.295 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1686 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
