1.ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან სამაგიეროს მიუცემლად გამოსახლების დაუშვებლობას; გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის) სააბონენტო გადასახადების გადახდისგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, ხოლო სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ ) სოციალური დაცვის სხვა გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.ომის ვეტერანთა ჰოსპიტლების დახურვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2 საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.448 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

