შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
Article 15. სოციალური დაცვა
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
