რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ
Article 12. საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში
საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვთ: ა) მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია; ბ) მიმართონ უფლებამოსილ ორგანოებს და მოსთხოვონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; გ) მონაწილეობა მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობასთან, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში.
