ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები (რომლებიც შეიცავს ბუნებაში წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნივთიერებებს), ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს და რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსებამდე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ შესაბამისად; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი უსაფრთხო განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში.
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ
Article 11. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 16 Jun 2023
