რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ
Article 15. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
საქართველოს მთავრობამ: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; გ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; დ) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; ე) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.
