1.საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს: ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად; ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
