1.საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს დადგენილებები: ა) „წვის დანადგარების შესახებ“; ბ) „იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“; გ) „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“; დ) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ და უზრუნველყოს მათი პერიოდული განახლება.
2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“; ბ) „გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“.
3.შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
4.საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კანონით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის, 2026 წლის 1 სექტემბრამდე „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შეიტანოს სათანადო ცვლილებები.
