1.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ამ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით. 1 1 . ვალდებულია უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურისათვის კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
