ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Article 7
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3 1 . შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც.
