სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Article 24^1. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედება
1. ამ კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტში, 12 1 მუხლის პირველ პუნქტში, 15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებსა და მე-6 პუნქტში მითითებული, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 12 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს.
